LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის ელექტროსადგურმა თებერვალში 6 220 760 კილოვატ საათი გამოიმუშავა

52

„ქართლის ქარის ელექტროსადგურის” მიერ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 6 220 760 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 412 ათასი კილოვატ საათით აღემატება 2017 წლის თებერვალის თვის გამომუშავებას.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა. ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 110 143 760 კილოვატ საათს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები