LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის პირველი ელექტროსადგურის ტურბინები უკვე ფოთშია

80

ფოთის პორტში ქარის პირველი ელექტროსადგურის ტურბინები და სხვა კომპონენტების შემოტანა დაიწყო. პროცესი 26 ივლისიდან დაიწყო და 6 აგვისტოს დასრულდება.

პარალელურ რეჟიმში სატრანსპორტო მარშრუტზე გზის საბოლოო მოდელირება მიმდინარეობს და 23 აგვისტოდან დაიწყება ტურბინების განლაგება სამშენებლო ტერიტორიაზე. მათი მონტაჟი დასრულდება სექტემბერში. ამავე თვეში დასრულდება ”გორი 220” ქვესადგურთან მიერთების სამუშაოები.

ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე დასრულებულია მისასვლელი გზების, სამშენებლო პლატფორმების და ტურბინების ფუნდამენტების მშენებლობა.

პროექტზე დასაქმებულა 200-მდე ადამიანი. როგორც ენერგეტიკის განვითარების ფონდში აცხადებენ, ექსპლუატაციის პროცესში გადამზადდებიან და დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციის პროცესში ყოველწლიურად 88 მლნ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს.

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილი კომპანიაა, რომლის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები