LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ თხევადი გაზის ექსპორტით რუსეთს აჯობა: ევროკავშირი რამდენიმე წელში სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს

79
A worker speaks on a handheld transceiver at a gas well near to the Gazprom PJSC gas drilling rig in the Kovyktinskoye gas field, part of the Power of Siberia gas pipeline project, near Irkutsk, Russia, on Wednesday, April 7, 2021. Built by Russian energy giant Gazprom PJSC, the pipeline runs about 3,000 kilometers (1,864 miles) from the Chayandinskoye and Kovyktinskoye gas fields in the coldest part of Siberia to Blagoveshchensk, near the Chinese border. Photographer: Andrey Rudakov/Bloomberg via Getty Images

ევროკავშირი რამდენიმე წელში სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული თხევადი გაზის მოცულობამ თითქმის 4.5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც რამდენიმე მილიონით მეტია, ვიდრე რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული თხევადი გაზის (LNG) საერთო მოცულობამ, რუსეთის ფედერაციიდან მილსადენების საშუალებით იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობას, ისტორიაში პირველად გადაუსწრო.

ცნობისთვის, ევროკომისიის განცხადებით, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ეტაპობრივად შემცირდება, 2030 წლისთვის კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები