LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ პროდუქციას ჰონგკონგში 38 000-ზე მეტი ვიზიტორი გაეცნობა

78

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული პროდუქცია ჰონგკონგის საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017”-ზე წარადგნა.

ქართული სტენდის ქვეშ, გამოფენაზე საკუთარ პროდუქცია გამოიტანეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს „ქართული დაფნა“ (დაფნისა და სუნელების წარმოება), შპს„ვოთერ ლენდი“ (ბრენდირებული ქართული წყაროს წყლისა და ადგილობრივად დამზადებული ლიმონათის წარმოება), შპს „ფალავანი“(ღვინის წარმოება), შპს „არომაპროდუქტი” და შპს „გსკ ქულა“ (საერთაშორისო ბაზარზე წვენების, სოუსებისა და ჯემების წარმოების ინდუსტრიაში იმკვიდრებენ მნიშვნელოვან ადგილს), შპს „ნატექსი“ და შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“ (კომპანიები თხილის წარმოებით და გადამუშავებით არიან დაკავებულები) და შპს „ბბ კომპანი“ (საქართველოში გადამუშავებულ არომატულ ყავას წარუდგენს ფართო საზოგადოებას ჰონგკონგში).

ცნობისთვის, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი გამოფენა 8-11 მაისს იმართება, მასში 2500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და 38 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები