LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია მედიკამენტებს გერმანიაში აწარმოებს

195

“ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს. ამ მიზნით „ჯი-ემ-პიმ“ ახალი ხელშეკრულება გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ გააფორმა.

„გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ და რამდენიმე მედიკამენტს მათთან ერთობლივად ვაწარმოებთ”, – განუცხადეს ”ფორტუნას” „ჯი-ემ-პი-ში“.
მათივე ცნობით, ამჯერად მედიკამენტი „ომესამი“, იგივე თევზის ქონი თავისი ბრენდული დასახელებით, დამზადების სრულ ციკლს გერმანიაში გადის და საქართველოში საბოლოო პროდუქტის სახით ჩამოდის.

როგორც ”ჯი-ემ-პი”-ში აცხადებენ, წარმოების მოცულობით, „ველტ ფარმა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. “ჯი-ემ-პი“ „ველტ ფარმასთან“ ერთად გერმანიაში ნიამარინს, შუგანორმსა და რეგენიუმის სუსპენზიას აწარმოებს.

ცნობისთვის, ”ჯი-ემ-პი” 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის და მისი ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები