LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მარშის” აქტივისტებმა ნინო ლომჯარიას სურათი დაწვეს

441

“ქართულმა მარშმა” სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას დანიშვნა  გააპროტესტა და ომბუდსმენის ოფისთან მისი სურათი და ლგბტ წარწერით ბანერი დაწვეს. მათი თქმით, ლომჯარია ეროვნულ ინტერესებს ვერ დაიცავს და მხოლოდ უმცირესობათა უფლებების დამცველი იქნება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შენობაში ლომჯარიას შეშვებას არ დაუშვებენ. “ქართული მარში” 8 დეკემბრიდან, რა დროსაც ახალი სახალხო დამცველი უნდა შეუდგეს მუშაობას, შენობის პიკეტირებას მოახდენენ.

 

ნინო ლომჯარია საქართველოს ახალი სახალხო დამცველია. მის კანდიდატურას პარლამენტმა კენჭი უყარა, რომელზეც მას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა კი წინააღმდეგ მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები