LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული „მოირა“ „ოსკარს“ მიღმა დარჩა

77

როგორც ქართველი კინოკრიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ, ლევან თუთბერიძის „მოირამ“ ზაზა ურუშაძის „მანდარინების“ წარმატება ვერ გაიმეორა და ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მოსაპოვებლად მეორე ეტაპს გამოეთიშა. 9-ფილმიან ჩამონათვალში, შორტლისტში, სამწუხაროდ, მისი ადგილი ვერ მოიძებნა.

„ოსკარის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა 17 დეკემბერს იმ ცხრა ფილმის სია გამოაქვეყნა, რომლებიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ. სულ სხვადასხვა ქვეყნიდან 80 ფილმი იყო წარდგენილი პირველ ეტაპზე განსახილველად აკადემიისთვის, მათ შორის საქართველოდან – ლევან თუთბერიძის „მოირა“.

2015 წლის საუკეთესო 9 უცხოენოვანი ფილმი, „ოსკარის“ გადასახედიდან, ასე გამოიყურება:

  1. ბელგია, „The Brand New Testament“
  2. კოლუმბია, „Embrace of the Serpent“
  3. დანია, „A War“
  4. ფინეთი, „The Fancer“
  5. საფრანგეთი, „Mustang“
  6. გერმანია, „Labyrinth of Lies“
  7. უნგრეთი, „Sons of Saul“
  8. ირლანდია, „Viva“
  9. იორდანია, „Theeb“

უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად ფილმები ორ ეტაპს გადის, პირველ ჯერზე 9 საუკეთესოს არჩევენ, შემდეგ ეტაპზე კი საფინალო ხუთს. უკვე შერჩეული ცხრა ნამუშევრიდან 8-დან 10 იანვრამდე, სამ-სამ ფილმს ყოველდღე ნახავენ აკადემიის მიწვეული წევრები ნიუ იორკში, ხოლო 14 იანვარს მათგან ხუთ რჩეულს დაასახელებენ, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული კინოჯილდოსთვის იბრძოლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები