LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს

87

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს. მათ შორის პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული სიით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთი დეპუტატი გაიყვანა. სავარაუდოდ, სამ მანდატს იღებს “ევროპული საქართველო“ და ორს – “პატრიოტთა ალიანსი“.

50 დეპუტატის შემადგენლობით არსებულ თბილისის საკრებულოში 25 მანდატი სწორედ პროპორციული წესით ნაწილდება.

პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი ფორმულის მიხედვით, 25 მანდატიდან ორი გადაუნაწილებელი მანდატი რჩებოდა. “საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ეს ორი მანდატი უმაღლესი ნაშთით ნაწილდება, რომელთაგან ერთი “პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო ერთიც “ევროპულ საქართველოს“ მიაქვს.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები