LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ვაშლის ჩიფსებით შვეიცარია დაინტერესდა

93

”ენკენი” – ასე ჰქვია ბრენდს, რომლის ქვეშაც სულ მალე ბაზარზე ქართული ვაშლის ჩიფსები გამოჩნდება. პროდუქცია გორის რაიონის სოფელ დიცში გახნილ ახალ ქარხანაში იწარმოება. პროექტის ავტორი კი აგრარული უნივერსიტეტის 4 სტუდენტია.

როგორც ”ფორტუნას” პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა შალვა მძინარაშვილმა განუცხადა, საწარმო ამ ეტაპზე ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობს და ვაშლის ჩიფსებს მცირე რაოდენობით აწარმობს, თვის ბოლოდან კი წარმადობა გაიზრდება.

”ამ ეტაპზე ჩიფსების დეგუსტაცია მიმდინარეობს. ძირითადად, შეგვაქვს სპორტდარბაზებში, სადაც მას აგემოვნებენ. ამასთან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელთანაც. თუ რომელ ქსელში შევალთ, უკვე თვის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც ჩვენი პროდუქცია ბაზარზე გამოვა. გარდა სუპერმარკეტებისა, ”ენკენის” ჩიფსებს სპორტდარბაზებს მივაწვდით. ვინაიდან, ჩვენი პროდუქცია გათვლილია ჯანსაღი საკვების მოყვარულ ადამიანებზე, მათზე ვინც ვარჯიშობს და ასევე ბავშვებზე, ჩვენი ჩიფსების რეალიზაციის ძირითადი ადგილი სპორტდარბაზები იქნება”, – განმარტა შალვა მძინარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქართული ვაშლის ჩისფების ექსპორტზე გატანაც იგეგმება. ამ ეტაპზე დაინტერესება არსებობს შვეიცარიის მხირდან, სადაც სადეგუსტაციოდ მცირე რაოდენობით ჩისფები გაიგზავნება. მოწონების შემთხვევაში კი უკვე ექსპორტზე მოლაპარაკება დაიწყება.

”რაც შეეხება ბრენდის სახელს ”ენკენი” – გვინდოდა, რომ ჩვენს პროდუქციას ნამდვილი ქართული სახელი რქმეოდა, რომელიც ასევე ლამაზად და მარტივად ჟღერს უცხოურადაც. ამასთან, ”ენკენს” ბევრი დატვირთვა აქვს – სექტემბრის თვე ნაყოფიერებასთან, მოსავლის აღებასთან ასოცირდება”, – განმარტა ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

როგორც შალვა მძინარაშვილი ამბობს, ”ენკენის” ჩიფსები რამდენიმე სახეობის ვაშლისგან დამზადდება, ღირებულება კი სპორტდარბაზებსა და სუპერმარკეტებში განსხვავებული იქნება, თუმცა ბაზარზე მორგებული.

ცნობისთვის, გორის რაიონის სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი ქარხანა საპარტნიორო ფონდის ფინანსური დახმარებით აშენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები