LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების 70% საზღვარგარეთ არ დადის: რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

55

საზღვარგარეთ მოგზაურობის მხრივ საქართველოს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ქართველი მოსახლეობის თითქმის 70% არ დადის საზღვარგარეთ პირადი, ოფიციალური, ან ტურისტული მიზნებით. ხოლო მათგან, ვინც დადის, ყველაზე მეტი თურქეთს სტუმრობს. ასეთი შედეგები დადო კვლევამ, რომელიც სამარკეტინგო საკონსულტაციო კომპანია IPM-მა ჩაატარა.

კვლევა რეგიონსა და რუსეთში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ქეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რომელ ქვეყნებში განახორციელეს ვიზიტი რესპონდენტებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურსიტული მიზნებით. 

”გამოკითხულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ნაკლებად სტუმრობდნენ სხვა ქვეყნებს. რესპონდენტთა დიდი ნაწილი – 69% საზღვარგარეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნებით არ ყოფილა.

სომხეთის შედეგებით, გამოკითხულთა 55%-ს არ დაუტოვებია ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით, ხოლო იმ რესპონდენტთა უმრავლესობამ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ვიზიტი რუსეთში (32%) და საქართველოში (16%) განახორციელეს.

აზერბაიჯანის შედეგებით, გამოვლინდა არაერთი ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანელები პირადი, ოფიციალური თუ ტურისტული მიზნით სტუმრობდნენ. მათ შორისაა: რუსეთი (16%), თურქეთი (15%), საქართველო (12%), არაბულ-ისლამური ქვეყნები (8%) და უკრაინა (4%). აზერბაიჯანელების 56%-ს არ დაუტოვებია ქვეყანა პირადი, ოფიციალური ან ტურსიტული მიზნით ბოლო 5 წლის განმავლობაში.

რუსების 9%-მა უკრაინა, 7%-მა თურქეთი, 6%-მა კი ბელარუსი მოინახულა. გამოკითხულთა 57% არ სტუმრობდა არცერთ ქვეყანას.

საინტერესოა საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ვიზიტის საკითხიც. როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყნებიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით საქართველოს ყველაზე მეტად სომხები სტუმრობდენ”, – ნათქვამია IPM-ის კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები