LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ქვესტები ამერიკაში პოპულარული ხდება

271

თბილისში, რამდენიმე თვეა, საერთაშორისო კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) დაარსდა. ინოვაციური გართობის სერვის-კომპანია ქართველ მომხმარებელებს დასვენების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს, რაც თავის მხრივ სრულიად ახალი სიტყვაა გართობის ინდუსტრიაში.

ამ ეტაპზე თბილისის ოფისში 5 სხვადასხვა ქვესტების ოთახი ფუნქციონირებს. არსებული ქვესტები სპეციალურად ბრეინ დრეინისთვის შეიქმნა და მასზე ქართველი ახალგაზრდების გუნდი მუშაობდა. გარდა იმისა, რომ ქვესტების პროგრამული ნაწილი მათ მიერაა შედგენილი, სათამაშო ოთახებისთვის საჭირო აღჭურვილობაც საქართველოში იწარმოება.

ნოვატორული ბიზნეს პროექტი ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებით მუშაობს რამდენიმე ქალაქში. სულ მალე ბრეინ დრეინის ქსელს კიდევ ერთი ოფისი შეემატება ქალაქ ბოსტონში და ჯამში ზაფხულში ბრეინ დრეინის 13 ქვესტი იქნება აქტიური.  კომპანიის ახალი ლოკაცია ამჯერადაც ქართველი ახალგაზრდების მიერ შედგენილი სათამაშო პროგრამითა და საქართველოში წარმოებული ტექნიკით აღიჭურვება.

„ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, როდესაც ასეთ პროექტზე  ქართველი ინტელექტუალები გვყავს დასაქმებული. ბრეინ დრეინის გუნდი უკვე მეორე წელია ამ კონკრეტული მიმართულებით მუშაობს, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. ქართულ ბიზნესში პროგრამული უზრუველყოფა, აღჭურვა და ტექნიკური მომარაგებაც საქართველოდან ხორციელდება. რასაკვირველია ამ მხრივ გვეამაყება კიდეც, რომ ამერიკის რამდენიმე ქალაქში სწორედ ქართველების მიერ შედგენილი ქვესტებს ითამაშებენ“. -განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ნატა კამენსკაია-ლემონჯავამ.

ჩიკაგოსა და ბოსტონში მიმიდნარე წლიდან  8 სათამაში ქვესტი ამოქმედდება და ჯამში ბრეინ დრენი მსოფლიოს მასშტაბით 13 სხვადასხვა სათამაშო ქვესტს შესთავაზებს ვიზიტორებს.

 

რა არის ბრეინ დრეინი?


კომპანია ბრეინ დრეინი თბილისი (Brain Drain) საქართველოს ბაზარზე 5 ახალი სათამაშო ოთახითაა წარმოდგენილი. ასაკობრივი კატეგორია 12-დან 55 წლამდეა. ქვესტების გარდა, კომპანია საკუთარ სივცეში ქართველ მომხამრებელს წვეულებების დაგეგმვასაც სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ბაზრისთვის სიახლეა, კომპანიის სერვისი უკვე აქტუალური გახდა ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას განტვირთვისა და გართობის პოპულარულ მოდელს ირჩევენ. კომპანია კი სულ მალე ისეთი მომსახურების დამატებასაც გეგმავს, რომლის თამაშიც მხოლოდ საქართველოში იქნება შესაძლებელი. ამით ბრეინ დრეინი (Brain Drain) არა მხოლოდ თბილისელების ალტერნატიული გართობის ნოვატორი იქნება, არამედ ხელს შეუწყობსქვესტებისმოყვარულ ტურისტთა მოზიდვასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები