LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში

123

2018 წლის 10-დან 14 მაისის ჩათვლით ქ. თბილისსა და საჩხერეში, კომპანია „აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრი’’ ატარებს პროექტს „ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების მასტერკლასები და კონცერტები სამშობლოში“,  რომელიც  ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს.

საჩხერე:

10 მაისი,16:00 სთ. – კულტურის სახლი,    კონცერტი;

18 სთ. – საჩხერის სამუსიკო სკოლა, მასტერკლასი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.

თბილისი:

12 მაისი, 18:00 სთ. – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი, კონცერტი;

14 მაისი, 12:00 სთ. – ქ. თბილისის N2 ხელოვნების სკოლა, მასტერკლასები.

პროექტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები, საქართველოს დამსახურებული არტისტი არჩილ ხარაძე (ალტი), რომელიც  25 წლია წარმატებულ პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა საფრანგეთში. მასთან ერთად თბილისელი და საცხერელი მსმენელის წინაშე წარსდგება იაპონური წარმოშობის ფრანგი მევიოლინე იური კუროდა,  რომელიც ი.ს. ბახის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატია (პარიზი).

.პროექტში ასევე მონაწილეობენ თბილისის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, პიანისტი მანანა გოცირიძე, ფორტეპიანოს პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეციდენტი ნინო ხუციშვილი (ჰოლანდია) და ვიცე–პრეზიდენტი ლევან ინაშვილი (საქართველო).

კონცერტებზე შესრულდება ვ.ა. მოცარტის,  ი. ბრამსის,  ნ. მილსტეინის ნაწარმოებები.

პროექტის მიზანია თბილისისა და საჩხერის სამუსიკო სკოლების დახმარება ქართველი ემიგრანტი მუსიკოსისა და მისი იაპონური წარმოშობის ფრანგი მევიოლინიეს მიერ ჩატარებული მასტერკლასებით, მათი მდიდრი პედაგოგიურ გამოცდილების გაზიარება, სიმებიანი საკრავების პოპულარიზაცია და მოსწავლე-ახალგაზრდების დაინტერესება ხემიანი საკრავებით.

პროექტი პირველად გასულ წელს დიდი წარმატებით ჩატარდა, რამაც განაპირობა მისი გაგრძელება 2018 წელსაც. გაღმავებას.

პროექტი ხორციელდება ქ. თბილისისა და  საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიების მხარდაჭერით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები