LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ფეხბურთელების ლამაზი და მოდური ცოლები

458

ფეხბურთელებისა და მოდელების ტანდემი მთელ მსოფლიოში „მუშაობს“. ხშირია, როცა ამ ორი პროფესიის ადამიანი ერთმანეთზე ქორწინდება. საქართველოშიც შეინიშნება ეს ტენდენცია. ყოველ შემთხვევაში, თუ მოდელი არა, სპორტსმენებს  პარამეტრებით მოდელის მსგავსი გოგონები მოჰყავთ ცოლად და ხშირად, მოდის ძალიან დიდი მოყვარულები.

კახი კალაძე და ანუკი არეშიძე – სანამ პოლიტიკაში წავიდოდა და მინისტრი გახდებოდა, კახი კალაძე მთელმა მსოფლიომ ფეხბურთელად გაიცნო. ცნობილ სპორტსმენს ყოველთვის უნდოდა, ქართველი ცოლი ჰყოლოდა და ოცნება მაშინ აისრულა, როდესაც მილანში ერთ-ერთ სააგენტოსთან სოფო ჭყონიას მიერ კონტრაქტით გაგზავნილ ანუკა არეშიძეს შეხვდა, რომელიც მაშინ სულ 17 წლის გახლდათ… წყვილს მალე შეუყვარდა ერთმანეთი, თავიდან საგანგებოდ მალავდნენ ურთიერთობას, მოგვიანებით კი შეუღლდნენ.

ანუკამ მოდელობას თავი დაანება, თუმცა დიდი წარმატებით მუშაობს მოდის სფეროში, აქვს საკუთარი სამოდელო სახლი „ანუკი“ და ქართველ თუ უკრაინელ მომხმარებელს ახალი კოლექციებით ხშირად ანებივრებს.

ალექსანდრე ამისულაშვილი და ნინი ზარქუა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ნინი ზარქუაზეა დაქორწინებული. გოგონა მეგობრობს  ანუკი არეშიძესთან და ასევე…  ცნობილ ბრენდებთან. აღსანიშნავია მისი გატაცება მოდით. სხვადახვა ღონისძიებაზე ყოველთვის გამორჩეული სამოსით ჩნდება და მდიდრული გარდერობი აქვს…

გიორგი ჭანტურია და მირანდა შელია – სიყვარულით შექმნილი ოჯახი, სამწუხაროდ, მცირე ხნის წინ დაინგრა. პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი გიორგ ჭანტურია ულამაზეს გოგოზე დაქორწინდა, რომელსაც სამართლიანად ადარებენ ირინა შეიკს, თუმცა სამწუხაროდ, წყვილი დიდხანს ერთად არ ყოფილა. მიმი, როგორც მას მეგობრები ეძახიან, მოდური სამოსის დიდი მოყვარულია. ის ქეთა თოფურიასთან მეგობრობს და ზოგჯერ „ფეისბუქის“ გვერდზე ამ ბრენდის მთლიან ლუქში გამოწყობილიც გვევლინება ხოლმე…

ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე – საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი რამდენიმე წლის წინ ცნობილ ქართველო მოდელზე, თიკო ჩხეიძეზე დაქორწინდა. თიკო ნუკრისთან ქორწინებამდე ძალიან აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, გამოდიოდა პოდიუმზე, იღებდნენ რეკლამებსა და კლიპებში, თუმცა დაქორწინების შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. პოდიუმს ჩამოშორდა და მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს.

ზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი – სალომე ღვინიაშვილი მოდელიც გახლავთ და დიზაინერიც. მცირე ხნის წინ წარადგინა თავისი კოლექცია ფართო საზოგადოების წინაშე. სალომეს სულ უნდოდა სამოსის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ეს სურვილი აიხდინა კიდეც.

ზურა ხიზანიშვილმა მას ხელი რამდენიმე წლის წინ სთხოვა. გარკვეული პერიოდი წყვილი ინგლისში ცხოვრობდა. ორი საერთო შვილი ჰყავთ, გოგონები, ვაჟი – დათა კი სალომეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. სალომემ და ზურამ სიყვარულის ნიშნად თითებზე ერთმანეთის სახელები ამოისვირინგეს.

 

პოპულალურები