LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოდელის, ანა შელიას მორიგი წარმატება

89

17 წლის ქართველმა მოდელმა, ანა შელიამ, რალფ ლოურენის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თაკო ჩხეიძე წერს.

„#News ფეშენისტებო, ქართველი ტოპი, ანა შელია რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა Ralp & Russo-ს 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურის ჩვენებაზე, რომელიც ალესანდრა ამბროსიომ დახურა! ❤ Geomodels Agency Official, BRAVE MODELS MANAGEMENT GEORGIA” – წერს ანას სააგენტოს ხელმძღვანელი.

17 წლის ანა, თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს “ჯეომოდელსის” მოდელია, მან რამდენიმე თვის წინ “ეტამის” თეთრეულის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე “ვიქტორია სიქრეთის” მოდელებთან ერთად გამოვიდა. ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები