LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველთა მარში“ არის ყველასთვის, ვისაც ქართველად მიაჩნია თავი – ემზარ კვიციანი

30

ემზარ კვიციანის თქმით, „ქართველთა მარში“ არის ყველასთვის, ვისაც ქართველად მიაჩნია თავი”. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დღეს  19:00 საათზე მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

“მარში გამოიწვია ყველა იმ პროცესმა, რაც ბოლო წლებში მიდის ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობა იქნა ნახევრად განადგურებული და ხალხი ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას, რაც ვერ აღდგა. არ აღდგა სამართლიანობა, შემოიყვანეს და მისცეს მოქალაქეობა ათეულობით ათას ადამიანს, ეს ჩვენი ერის მიზანმიმართული განადგურებაა. რაც ითქვა – „საქართველო ქართველების გარეშე“ – ზუსტად
იქით მიდის საქმე. ქართული მარში არის ყველასთვის, ვისაც ქართველად მიაჩნია თავი”, – განაცხადა კვიციანმა.

”ქართველთა მარში” თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს გაიმართება, ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძეა. მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები