LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ქემოკლიძის კარმენმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა

186

დასრულდა 2017 წლის ფესტივალი რომის კარაკალას თერმებზე, სადაც წელს ვერდის “ნაბუკოსთან” და პუჩინის “ტოსკასთან” ერთად წარმოდგენილი იყო ბიზეს “კარმენი”. კარმენის როლს ასრულებდა ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე.

არგენტინელი ვალენტინა კარასკოს თანამედროვე და ეპატაჟურმა დადგმამ, რომლის მოქმედება მიმდინარეობს 2020 წლის პოსტტრამპულ მექსიკაში ფესტივალის ისტორიაში ბილეთების გაყიდვის რეკორდი მოხსნა.

სპექტაკლს დირიჟორობდა ესპანელი დირიჟორი ჯორდი ბერნასერი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენმა არა მარტო პუბლიკის, არამედ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავალ სეზონში ქეთევანი ამ პარტიით წარსდგება ამერიკელი და კანადელი მსმენელის წინაშე.

 

დირიჟორ ჯორდი ბერნასერან ერთად

რომის ოპერის დირექტორ კარლო ფორტეს და
სოპრანო როზა ფეოლასთან ერთად

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები