LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთევან ქემოკლიძე „კარმენით“ საერთაშორისო სცენებს იპყრობს – მორიგი ტრიუმფი ესპანეთში

77
qeti

20 და 21 მაისს, ესპანეთის რადიო ტელევიზიის ორკესტრთან, პაბლო გონსალესის დირიჟორობით, შედგა სეზონის დახურვა ბიზეს უკვდავი ოპერით „კარმენი”. მთავარ როლში ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე გახლდათ. ზემოხსენებული სპექტაკლი ესპანური რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცა. რადიოს ჟურნალისტებმა ასევე ჩაწერეს ინტერვიუ ქართველ შემსრულებელთან.

სპექტაკლის ტელეპრემიერა ესპანეთის მთავარი ტელევიზიით შედგება 28 და 29 მაისს. ასევე შემოგვთავაზებენ ინტერვიუს ქართველ მეცოსოპრანოსთან, რომელმაც „კარმენის“ შესრულებით არაერთი საერთაშორისო სცენა დაიპყრო.  აღსანიშნავია, რომ Warner Classics გამოსცემს სპექტაკლის აუდიო და ვიდეოჩანაწერებს.

საგულისხმოა, რომ დონ ჟოზეს როლს ასრულებდა უკრაინელი მომღერალი დმიტრო პოპოვი, რომელმაც სპექტაკლის ბოლოს სცენაზე უკრაინის დროშა გამოიტანა, რასაც დიდი ოვაციით შეხვდა მადრიდელი მსმენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები