LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიბარ ხალვაში: ”დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება”

406

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
”დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შევეცდები სხვებიც გავახარო, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რამეს ცუდად გავაკეთებთ. მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ!”, – წერს ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“.