LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმარმა ორსული ცოლი სცემა, შსს-მ გადაწყვიტა, რომ ეს კაი გოგოა, შეურიგდება ქმარსო და გამოძიება არ დაიწყო “

282

ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ოჯახში ძალადობის მორიგ შემთხვევაზე წერს. მისი თქმით, ქმარმა ორსული ცოლი სცემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მომხდარზე რეაგირება გამოძიების ნაცვლად, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გაცემით მოახდინა. ბაია პატარაიას თქმით, ამ ფორმით სამართალდამცავმა ფიზიკური ძალადობის, ცემის ფაქტი რეალურად დამალა.

 

გუშინ ქმარმა სცემა ორსული ცოლი, ისე რომ სახე დალურჯებული აქვს. (ფოტო მაქვს, არ ვდებ აქ). ქალმა გამოიძახა პატრული, პატრულმა გამოიძახა კრიმინალური პოლიცია. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის მერე, შსს-მ გადაწყვიტა, რომ ეს კაი გოგოა და მაინც შეურიგდება ქმარს, არ დაიწყო გამოძიება და გამოსცა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, სადაც მიზეზად მონიშნა მხოლოდ “ფსიქოლოგიური ძალადობა”. ამით სამართალდამცავმა რეალურად დამალა ფიზიკური ძალადობის, ცემის ფაქტი. დღეს ეს გოგო და მისი დაქალი ჩვენ გვწერდნენ და გვეკითხებოდნენ, ეს რანაირად არის შესაძლებელი, მართლა არ არსებობს მუხლი რომელიც ქმარს ცოლის ცემას უკრძალავსო? სანამ ამ მიმოწერაში ვიყავით იმ დროს ისევ მიუვარდა მოძალადე ქმარი ამ გოგოს, მეგობრის სახლში. ვუყურებ ამ შემაკავებელ ორდერს, რომლითაც ცემის ფაქტი არ დააფიქსირეს, მას ხელს აწერს პატრულ-ინსპექტორი გიორგი ტოროშელიძე. ხელმომწერის ჩათვლით ყველა დამნაშავე სამართალდამცველს ვუჩივლებთ, შსს-საც ვუჩივლებთ და გენ.ინსპექციაში კი არა, სასამართლოში.
პ.ს. და როგორც პრემიერი იტყოდა – მოგიტ@@@ კეთილებს! (ეს ბოლო წინადადება მუქარა არ არის, უბრალოდ სარკაზმია პრემიერის ძალადობაზე).“

 

https://www.facebook.com/baiabaia/posts/10159675027440133?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები