LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

37

ქობულეთში, რესურსცენტრის შენობის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი მსუბუქად არის დაჭრილი. უწყების თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ, მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები