LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება

53

ინსტიტუტის მშენებლობა დაიწყო. საფუძველის ჩაყრის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის მხრიდან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა ყველაზე სწორი და საჭირო ინვესტიციაა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ცენტრის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 578 ათასი  ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარით დაფინანსდება.

პროექტით, ახალი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტში ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება, როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები