LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს

186
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 1 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა 1 პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები