LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში დაკარგული 28 წლის ბიჭი მდინარესთან გარდაცვლილი იპოვეს

152
ავთო მარხვაიძე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ ავთო მარხვაიძის ცხედარს ცოტახნის წინ გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ მდინარესთან მიაკვლიეს.

ახლობლების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ის თუშეთში დღეობაზე წავიდა, თუმცა ადგილამდე ვერ მივიდა, რის შემდეგაც ძებნა დაიწყეს.

მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები