LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

128
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების განმარტებით, პოლიციამ ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც ის პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

„სამმა ბიჭმა ქუჩაში გააჩერა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა“. – განაცხადა ოქრიაშვილის მეუღლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები