LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

153
დაურ ბუავა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. არსებული ინფორმაციით, დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

არსებული ცნობითვე, აფხაზი ბლოგერი მაშველებს, ბინაში შესვლის დროს გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები