მარნეულის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ოჯახის 2 წევრი დაჭრა.
ადგილობრივი მედიასაშუალების, Aktual.ge-ს ცნობით, შემთხვევა დღეს, სოფელ ყიზილ-აჯლოში მოხდა. არსებული ცნობითვე, შუახნის ასაკის მამაკაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით.
