LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებმა თბილისში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

111
Untitled Design (1)

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.