LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს – არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოზარდის ბიძაა

104
შსს

გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული არასრულწლოვანის ბიძაა [დეიდის ქმარი].

არსებული ცნობითვე, შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა. როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება]. უწყების ცნობითვე, ბრალდებული დაკავებულია.