იმერეთში 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი. გავრცელებული ცნობით, კაცი არასრულწლოვანს ურეკავდა, რის შესახებაც ბავშვმა მშობლებს შეატყობინა და მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.
