LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს

697
პოლიცია

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები დები არიან. მათი ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.