LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-ბოლნისის გზაზე – არიან დაშავებულები

166
ავტოსაგზაო შემთხვევა

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

მედიასაშუალება 24News.ge-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთო ავტომობილის და Ford-ის მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სლაიდზე: 24news. ge