LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა

103
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა.

შსს-ს ცნობით, ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა.

„ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა, როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები.

ახალი ავტომობილები საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები