LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრონიკული გადაღლილობა – როგორ ვუშველოთ თავს

1482

ნაცნობია თქვენთვის მდგომარეობა, როდესაც დილით დაღლილი დგებით? ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გავრცელება სულ უფრო საშიშ მასშტაბებს იღებს. ეს არც არის გასაკვირი – მცდელობა, მოვასწროთ ყველაფერი, ამ ფუნქციურ დარღვევას ბევრ ჩვენგანში იწვევს. როგორ გავუმკლავდეთ ქრონიკული დაღლილობის მიზეზებს ისე, რომ არ ვთქვათ უარი ცხოვრების აქტიურ რეჟიმზე?

თანამედროვე სამყაროში „იდეალური“ გოგო ცდილობს მოასწროს ყველაფერი – ერთდროულად ააწყოს კარიერა, გააჩინოს და გაზარდოს შვილები, იყოს მშვენიერი ცოლი და შესანიშნავი მზარეული, დიასახლისი, ყველაფერთან ერთად კი ჰქონდეს საკუთარი ჰობი. საბოლოოდ, ასეთ რეჟიმს ადამიანი ქრონიკულ დაღლილობამდე მიჰყავს.

ქრონიკული დაღლილობის სიმპტომები

თუ თქვენთვის ძნელია დილით გაღვიძება,მუდმივად არ გაქვთ სამუშაო განწყობა, საყვარელ ადამიანთან სექსიც კი „გეზარებათ,“ დროა დაფიქრდეთ. სავარაუდოდ, თქვენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გაქვთ. სიმპტომები შესაძლოა იყოს :

  • სწრაფად დაღლა
  • მუდმივი ძილიანობა
  • დაღლილობის გრძნობა დილიდან
  • ცუდი განწყობა
  • გაღიზიანება
  • უძილობა
  • ხშირი გაციება

იმუნიტეტის დაქვეითება, ჰერპესი და სხვა ვირუსული ინფექციები

ქრონიკული გადაღლილობის მიზეზები

პირველ რიგში, ეს ფუნქციური დარღვევა შესაძლებელია, გამოიწვიოს არასაკმარისმა, ან წყვეტილმა ძილმა. ამას გარდა, აღნიშნული სინდრომი თავს იჩენს ხანგრძლივი სტრესის ან გარკვეული წამლების მიღების დროს, ანდა – დღის რეჟიმის დარღვევის და არარეგულარული კვებისას. სხვა მიზეზები ქრონიკული დაღლილობისა, შესაძლოა, გახდეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, ანემია და ნერვული სისტემის პრობლემები.

როგორ ვიმკურნალოთ

დასაწყისისთვის, უნდა გავერკვიოთ, რა არის ქრონიკული დაღლილობის მიზეზი. შესაძლოა, საქმე იყოს უბრალოდ სტრესში, დროის ცუდ მენეჯმენტში. შესაძლოა, თქვენთვის არასასურველი სამსახური გაქვთ, ან არასასურველ ადამიანთან ერთად ცხოვრობთ. ეს ყველაფერი დეპრესიას და ძალის გამოცლას იწვევს. ამ შემთხვევაში, უნდა შეანელოთ ცხოვრების ტემპი და საკუთარ თავში გაერკვეთ. სცადეთ, აწარმოოთ დღიური, ან სუნთქვის ვარჯიშები გააკეთოთ, დალიოთ ვიტამინები და ბალახის ჩაი, მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და გაატაროთ მეტი დრო მარტო, ან პირიქით – მეგობრებთან ერთად, როგორც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. თუ გადაღლის მიზეზებს მაინც ვერ აღმოაჩენთ, ექიმთან ვიზიტი მოგიწევთ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეულ შემთხვევებში ქრონიკულ გადაღლილობას ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა დარღვევაც იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები