LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: EBRD სამაგალითო საფინანსო ინსტიტუტია

36

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სამაგალითო საფინანსო ინსტიტუტია და გამოირჩევა ინოვაციებით ჩვენს ქვეყანაში, ბანკმა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეთ პროექტებს შორის ქუმსიშვილმა დაასახელა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება, აგრეთვე ევროკომისიასთან ერთად მიმდინარე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლარში დენომინირებული სესხების გაცემას საქართველოს კომპანიებისთვის.

”EBRD არის ის დონორი ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ბანკი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები