LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

120
ნათელა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის დრაკინოსი.

მხარეებმა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მიღწეული შედეგები განიხილეს. ხაზი განსაკუთრებულად გაესვა EBRD-ის როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

„ეროვნული ბანკი წლებია, მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს EBRD-თან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო წარმატებული თანამშრომლობა EBRD-ის ხაზინასთან, რომელთან ერთადაც განხორციელებული პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იმ ქვეყნებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ, საქართველო და ეროვნული ბანკი ამ ქვეყნებში სამაგალითოდ წარმოჩნდნენ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები