LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ხვდება: რა საკითხებს განიხილავენ მხარეები?

54

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელ გაბრიელ გოდარდს ხვდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებია.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, მსოფლიო ბანკი საქართველოში სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერას ახორციელებს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია.

”მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს შორისაა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებები”, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები