LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან რეისი გადაიდო

47

დიდთოვლობის გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო. როგორც აეროპორტში მყოფი მგზავრები აცხადებენ, ავია რეისის გადადების გამო მათ სასტუმროში გადაიყვანენ. „როგორც გვითხრეს, რეისი დიდთოვლობის გამო გადაიდო. დროებით სასტუმროში გადავყავართ, ხოლო ფრენა ხვალ 13.00 საათისთვის განახლდება“, – აღნიშნეს მგზავრებმა.

ქუთაისში მთელი ღამე თოვდა, თუმცა ნალექს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. შესაბამისი ტექნიკა ქალაქში დილიდანაა მობილიზებული და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. როგორც შესაბამის სამსახურში განმარტავენ, ხიდებზე ტექნიკური მარილი უკვე დაყრილია.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები