LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტთან ლოჯისტიკური ცენტრი აშენდება

121

ქუთაისის აეროპორტთან მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცენტრი გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. ამასთან, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

”ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ქუთაისს შესძენს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. იმერეთს ექნება გაცილებით დიდი შესაძლებლობები ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, რაც პირდაპირ აისახება ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ტრადიციული დარგები და ადგილობრივი წარმოება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები