LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

140

ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 130 კვ.მეტრის ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე არ გავრცელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები