LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს

146
BeFunky-collage (2)

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს.

უწყების ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს, ამასთან, მობილიზებულია 3 ვერტმფრენი.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ. ასევე 250-მდე არის გაზრდილი მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა. ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს და ხანძრის ჩასაქრობად ვმუშაობთ,“ – განაცხადა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა.

ფოტო: ბორჯომი tv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები