LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, საიდანაც ქართველებს ყველაზე ხშირად ადეპორტებენ, ცნობილია

67

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, 2015-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის 11 428 შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, 2015 წელს – 3 688 საქართველოს მოქალაქე; 2016 წელს – 3 601; 2017 წელს კი – 4 126 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც დეპორტაციის შემთხვევები ყველაზე ხშირია, თურქეთი ლიდერობს. ასევე ამ ქვეყნებს შორისაა: გერმანია, ისრაელი, რუსეთი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, იტალია, ბელგია, საბერძნეთი და სხვა.