LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკში არიან ქალები ყველაზე ლამაზები

162

ბოსტონის უნივერსტიტეტის  მედიცინის სკოლის მკვლევარებმა „სილამაზის“ საშუალო ასაკად 38 წელი დაასახელეს. მეცნიერებმა ჟურნალ People-ის მიერ 1990-2017 წლებში  გამოქვეყნებული მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონების ნუსხები შედარეს და დაასკვნეს, რომ, თუ 3 ათწლეულის წინ უმალაზესი ქალების საშუალო ასაკი 33 წელს შეადგენდა, ახლა ის რამდემიმე წლით გაიზარდა და 38-ს მიაღწია.

ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალება მკვლევარებს ნუსხაში მოხვედრილმა ქალბატონებმა 49 წლის ჯულია რობერტსმა, 59 წლის შერონ სტოუნმა და მიშელ პფაიფერმა მისცეს. სხვათაშორის ჰოლივუდის ულამაზესი ქალბატონები 1990-იანი წლების ნუსხაშიც შედიოდნენ.

გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ, ლამაზმანთა შორის შავკანიანთა რიცხვი გაიზარდა და თუ 1990 წელს სილამაზის სიმბოლოდ თეთრკანიანთა 88% ითვლებოდა, მაშინ ახლა მათი რიცხვი 70%-მდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები