LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კავშირია მამუკა ბახტაძესა და “იმერულ ესკიზებს” შორის

145

პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, მაშინ როცა ის  ფინანსთა მინისტრი იყო, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”  საინტერესო ფაქტის შესახებ დაწერა, რომელიც შეიძლება ბევრისთვის აქამდე უნობი იყო. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა ,  სახლი, რომელშიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფილმი „იმერული ესკიზებია“ გადაღებული,  მის ოჯახს ეკუთვნის.

იმერეთი ჩემი კუთხეა. ხონში, ამ სახლში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და ბავშვობის ბევრი სასიამოვნო მოგონება სწორედ ამ ეზოს, ამ სახლს უკავშირდება, რომელიც 150 წლის არის.

ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი, “იმერული ესკიზებია” გადაღებული. ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო – წერს მამუკა ბახტაძე

https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/photos/a.197938124275598.1073741833.190580478344696/231942607541816/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები