LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება გიორგი სუხიტაშვილის სახლთან: „მეექვსე დღეა ასეა, სადარბაზოში ვერ შევდივართ…“

245

„დღე მე-6-, ეს ხრამი ისევ ასეა, კაციშვილი არ მოდის და არ აქცევს ყურადღებას. #თბილისისმერია #წყალკანალი #დასუფთავებისსამსახური ხო კარგად ხართ?! ალო! მოხედეთ, მიწა მაინც მიაყარეთ!“ – შესაბამის ფოტოს, სადაც უზარმაზარი წყლის სავსე ღრმულია გამოსახული, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი აქვეყნებს. როგორც fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილი მისი კორპუსის წინაა, ქერჩის ქუჩაზე, კონკრეტული მისამართი კი ხევძმარის #4-ია.

გიორგი სუხიტაშვილი:

„წყლის მილი იყო დაზიანებული. მოვიდნენ პირველი ორი დღე, ამოთხარეს, არ ვიცი, რას აკეთებდნენ, აიკლეს ეზო, სადარბაზოში ვერ შევდივართ, ისეთი ამბავია და დაყარეს ასე… აიკრიფნენ თავისი ტრაქტორიან-მანქანებიანად და გაუჩინარდნენ. იმის მერე არ გამოჩენილან. ძალიან მაინტერესებს პასუხი, თუ დაზიანებაა (და აშკარად დაზიანებაა) და მოდიხარ და იწყებ სამუშაოს, მერე რა მიზეზით შეიძლება მიატოვო ამ მდგომარეობაში. არანაირი უსაფრთხოების ნორმა დაცული არაა. კორპუსში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ღამით არ არის განათებული ეზო და სავსებით შესაძლებელია, ვინმე ჩავარდეს.

შესაბამის სამსახურებში რომ რეკავ, რას გეუბნებიან, როდის გავაკეთებთო?

არსად არ ვრეკავ. დაიწყეს და ასე მიტოვებული რამდენიმე დღეა და რატომ უნდა სჭირდებოდეს რეკვა? თავისით ხომ არ გაკეთდება და არ ამოივსება. შეხედეთ, რას ჰგავს ეზო. ვინ უნდა მოაწესრიგოს?!.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g