LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება „მგზავრების“ კონცერტებზე რუსეთში (ფოტორეპორტაჟი) – ათასობით ადამიანი და აფრიალებული ქართული დროშები!..

88

ჯგუფმა „მგზავრებმა“ ახალი, რიგით მეექვსე ალბომი გამოსცეს, რომლის სახელწოდებაა „იასამანი“. ჯგუფი უკვე რამდენიმე კვირაა, რუსეთის უამრავ ქალაქში გასტროლებით იმყოფება. ფოტოებით, რომლებიც მათ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე თუ ჯგუფის წევრების გვერდებზე ვრცელდება, ჩანს, რომ კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს, ცნობილია, რომ შოუების ბილეთები დიდი ხნით ადრე სრულად იყიდება. ქართული ჯგუფის კონცერტებს ათასობით მაყურებელი ესწრება და ისინი ქართულ დროშებს აფრიალებენ.

ანსამბლის ტურნესთან დაკავშირებით „მგზავრების“ სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ინტერვიუ გამოცემამ „The Wall“ ჩაწერა. როგორც სტატიის ავტორი წერს: „16 ნოემბერს ქართული ჯგუფის „მგზავრები“ ახალი ალბომი „იასამანი“ გამოიცა. ჯგუფი 10 წელია, რაც არსებობს და ახარებს მსმენელს სულიერებით სავსე სიმღერებით, რომლებიც სამ ენაზე სრულდება, ძირითადად, ქართულად, ზოგჯერ რუსულად და უკრაინულად.

19 ნოემბერს ალბომის პრეზენტაცია მოსკოვურ კლუბ „ბუდარენაში“ გაიმართა, კონცერტს ჯგუფის 1500-მდე თაყვანისმცემელი დაესწრო, „მგზავრებმა“ კი მათთვის რეკორდული სიმღერების რაოდენობა შეასრულეს – 27!. ზუსტად კონცერტის შუაში ჯგუფის წევრებმა სცენა დატოვეს, მსმენელი ანერვიულეს, მაგრამ ზუსტად რამდენიმე წამის შემდეგ უკან დაბრუნდნენ ორი ბოთლი შამპანურით, რომელთა შიგთავსი როგორც მათ ტანსაცმელზე, ასევე ფანების სამოსზე აღმოჩნდა!.. ბისზე  დაძახებულები კი ისინი მაყურებელმა 40 წუთის განმავლობაში არ გაუშვა სცენიდან“.

როგორც გამოცემასთან გიგი ამბობს:

„ჩვენს კონცერტებზე, ვფიქრობ, უცნობი ადამიანები არ არსებობენ. არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან – ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ არა მხოლოდ მაშინ ვმხიარულობთ, როცა სცენაზე ვუკრავთ, ჩვენ ადამიანებთან ურთიერთობაც გვახალისებს. ახალი ქალაქები, სადაც ახალ მეგობრებს ვიჩენთ – ეს არის ჩვენი ცხოვრება და მოხარულები ვართ, რომ ასე ვცხოვრობთ…“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები