LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მიზნით ჩამოვიდა ქეთა თოფურია ერთი დღით საქართველოში (ფოტოები/ვიდეო)

94

ქეთა თოფურია თბილისში ერთი დღით იმყოფებოდა. ის საქართველოს ამჯერად თავის ჯგუფთან ერთად ესტუმრა და კონცერტი გამართა, თუმცა ეს დახურული წვეულება გახლდათ. „ა სტუდიომ“ თავისი ცნობილი ჰიტები ცოცხლად შეასრულა.

საღამოდან ვიდეოები დათო ოქიტაშვილმა განათავსა სოციალურ ქსელში. Fortuna.ge მას ინფორმაციისთვის დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ეს პრივატული საღამო ისრაელიდან ჩამოსული სტუმრისთვის გაიმართა ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში. დათოც გახლდათ მიწვეულ სტუმრებს შორის და ასევე პროდიუსერი ნატო დუმბაძე. სწორდ მათ ჰაუწიეს ორგანიზება ამ ღონისძიებისთვის საქართველოში „ა სტუდიოს“ ჩამოყვანას. საღამოს ასევე ესწრებოდნენ და სცენაზე გამოდიოდნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ანსამბლი „ფორტე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები