LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საკითხები განიხილა ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის დირექტორთან?

26

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, რომელიც საქართველოს აღნიშნულ რანგში პირველად ეწვია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე. მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაცია იმისათვის, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები