LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში გაძვირდება ავტომობილები?

355

იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა, რამდენად გამოიწვევს ყველა სახის ავტომობილების ფასის ზრდას რთული სათქმელია, რადგან ჯერ–ჯერობით არ არის გასაჯაროვებული გეგმა, რა სახის ზრდა მოხდება და შეეხება თუ არა ეს ერთნაირად ახალ და ძველ ავტომობილებს.

შესაბამისად, ბრენდული მარკების დილერები საქართველოში, რომლებიც ახალი ავტომობილების შემოყვანით არიან დაკავებულები „ფორტუნასთან“ ამბობენ, რომ თუ აქციზის გადასახადი მცირედით გაიზრდება, ეს მათ ცენტრში არსებულ ფასებზე არ აისახება.

ვარაუდობენ იმასაც, რომ ახალ მანქანებს აქციზის ზრდა იმდენად არ შეეხება, რამდენადაც ძველს. ამის მიზეზი შესაძლოა, ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანის წახალისება იყოს, რომლებიც გარემოს ნაკლებ ზიანს მიაყენებენ.

კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან მათი უმეტესობა მაინც თავს იკავებს, მანამდე სანამ ეს ფრაზა უფრო არ დაკონკრეტდება.

ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, მთავრობა გეგმავს ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის 60%-ით დაწევას და ელექტრომობილების იმპორტის დაბეგრვისგან გათავისუფლებას.

MYcar.ge-ს დირექტორი დავით რეხვიაშვილი “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანას შეუწყობს ხელს.toyota-prius-plugi_2528049k-e1469792745246

რაც შეეხება სხვა ტიპის ავტომობილებს, რომელზეც აქციზის განაკვეთი გაიზრდება –რეხვიაშვილი ამბობს, ეს ფასზე აუცილებლად აისახება.

„აქციზის ზრდა რა თქმა უნდა, ავტომობილების ფასზე იმოქმედებს და შესაბამისად იმპორტირებული ავტომობილების რიცხვს შეამცირებს, თუმცა ვფიქრობ, ეს მთლიან ტენდენციაზე არ აისახება, რადგან ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლება მოხდება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ავტომობილების სიმრავლე ართულებს დედაქალაქში გადაადგილებას და მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. თუმცა, თუ ჰიბრიდულმა ავტომობილებმა სრულად ჩაანაცვლა, მთლიანად ბენზინსა და დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილები, საცობების განტვირთვის ეს გეგმა აუცილებლად ჩავარდება.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები