LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენისას – რჩევები „მენაშენეთა ასოციაციისგან”

126

„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.

როგორც „მენაშენეთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანის და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.

სწორად შეარჩიეთ სამშენებლო კომპანია: უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტეთ კომპანიის ასაკი, გაარკვიეთ რამდენი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს – მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს;

დააზუსტეთ კომპანიის სამუშაო გამოცდილება – წარმატებით დასრულებული და შესახლებული ობიექტების არსებობა ნიშნავს თქვენთვის საინტერესო პროექტის დროულად, ხარისხიანად და უპრობლემოდ განხორციელებას;

დააზუსტეთ უკვე დასრულებული ობიექტების არსებობა. მოინახულეთ ის ობიექტები, რომელიც აშენებული აქვს კომპანიას, ეს საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებები, როგორც სახლის მშენებლობის, ასევე სადარბაზოსა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი;

კომპანიის შესახებ რეკომენდაციები მიიღეთ არსებული მომხმარებლისგან – ყველაზე სანდო რეკომენდატორად განიხილება სწორედ არსებული მომხმარებელი, რომელსაც კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, მიიღე რეკომენდაცია მათგან და დააზუსტეთ მათი კმაყოფილების თუ უკმაყოფილების მიზეზები“, – ნათქვამია „მენაშენეთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები