LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ახლა ხდება, ამ ხელისუფლების სირცხვილია – ზაალ უდუმაშვილი

37

„სირცხვილია ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ საკრებულოსთან მოვიდა.

უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეეგეუება ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში ტერიტორიების გადაცემას.

საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარდეს აქ მობილიზებული ასეულობით პოლიციელის თანხლებით. ეს თბილისის და ამ ხელოსუფლების სირცხვილია, რაც ახლა ხდებადღეს აპირებენ, რომ საბოლოოდ დაუმტკიცონ ბიძინა ივანიშვილს, მისი მოთხოვნილი ტერიტორიები მიიტაცოს 1 ლარად თბილისის ცენტრში, თუმცა ჩვენი პროტესტი იქნება ძალიან ხმამაღალი. მიუხედავად ამ მობილიზაციისა, რაც აქ ხდება, არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად შევეცდებით და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული,”- განაცხადა უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები